ამერიკელი ტონი ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ის იმსახურებს ბრძოლას UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონ – ჰაბიბ ნურმაგომედოვთან. 7 ოქტომბერს, UFC 229- ის ტურნირის ფარგლებში, ფერგიუსონმა ორგანიზაციის „შუალედური“ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, თანამემამულე – ენტონი პეტისი დაამარცხა.
„- მე ვარ ჩემპიონი,გესმით? მე ვიყავი გამარჯვებული და ისევ დავრჩი. არსებობს ორი იდიოტი, რომლებიც არცხვენს შერეულ საბრძოლო ხელოვნებას (MMA). მე მინდა გავწმინდო MMA. ეს არის ოლიმპიური დონის სპორტი და მე ვარჯიშობ ჭეშმარიტად როგორც ოლიმპიელი“ – ციტირებს ფერგიუსონს MMA Fighting.
ეს განცხადება ფერგიუსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ირლანდიელ კონორ მაგრეგორს და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის ორთაბრძოლა სკანდალურად დასრულდა.