„ნიუ იორკ ნიქსი“ მთავრ მწვრთნელს ეძებს. სულ მალე გუნდის ხელმძღვანელობამ ახალი სპეციალისტი უნდა დანიშნოს. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი მთავარი მწვრთნელი დევიდ ფიზდეილი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. ჟურნალისტ შემს ჩარანიასა და მაიკ ვორკუნოვის ინფორმაციით, „ნიქსში“ დანიშვნის ყველაზე რელაური კანდიდატი ვეტერანი სპეციალისტი ტომ ტიბოდოა. უკანასკნელად ის „მინესოტას“ ხელმძღვანელობდა.
„ნიუ ნიორკმა“ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მწვრთნელის ძიების პროცესს სათავეში გუნდის ახალი პრეზიდენტი ლეონ როუსი უდგას.
ცნობილი ხდება, რომ „ნიქსი“ ასევე „ბრუკლინის“ ყოფილ თავკაცს კენი ატკინსონსაც განიხილავს. ეს პრო სპეციალისტი ორი რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელია.