ტომ ტიბოდო NBA-ში წლის მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ტომ ტიბოდო NBA-ში წლის მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი. ეს არის „ნიუ იორკ ნიქსის“ დამრიგებელი ტომ ტიბოდო.

ხმის მიცემისას ტიბოდომ 351 ქულა დააგროვა და 11 ქულით გაუსწრო მონტი უილიამსს „ფინიქს სანზიდან“. მესამეზე გავიდა ქუინ სნაიდერი „იუტა ჯაზიდან“ – 160 ქულა.

ტიბოდომ პრიზი კარიერაში მეორედ მიიღო. 2011 წელს, ის წლის მწვრთნელი გახდა მაშინ, როცა „ჩიკაგო ბულზში“ მუშაობდა. ორივე შემთხვევაში ტიბოდო პირველ სეზონს ატარებდა ორივე გუნდში.