ტომ ტიბოდო „ნიუ იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
ტომ ტიბოდო „ნიუ იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
როგორც ჩანს, „ნიუ იორკმა“ მწვრთნელთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვარა. ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ნიქსი“ „ჩიკაგო ბულსისა“ და „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ყოფილ თავკაცს, ტომ ტიბოდოს მოელაპარაკა. წყაროს ცნობით, მხარეები ხუთწლიან კონტრაქტზე მუშაობენ და სულ მალე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.
ტომ ტიბოდო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია. ის 1996-2004 წლებში სწორედ „ნიუ იორკში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ამის შემდეგ მან „ჩიკაგოში“ ხუთი წლის განმავლობაში იმუშავა, მერე კი წელიწადნახევარი „მინესოტას“ უხელმძღვანელა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ტიბოდოს 352 მატჩი აქვს მოგებული. 246 შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ „ნიქსმა“ ყოფილი თავკაცი დევიდ ფიზდეილი დეკემბერში გაათავისუფლა და მას შემდეგ ახალ სპეციალისტს ეძებს.