„ნიუ იორკ ნიქსი“ NBA-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია #1TVSPORT
„ნიუ იორკ ნიქსი“ NBA-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია #1TVSPORT

„ნიუ იორკ ნიქსი“ ზედიზედ მეშვიდე წელია პირველ ადგილს იკავებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგში, რომელსაც ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალი Forbes ადგენს. ნიუიორკული კლუბის ღირებულება 5,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სხვათა შორის, პირველად ისტორიაში, NBA-ის სამი კლუბის ღირებულება აღემატება ხუთ მილიარდს, საერთოდ კი ასოციაციის კლუბების ღირებულება 13 პროცენტით გაიზარდა წინა რეიტინგთან შედარებით.

  1. ნიუ იორკი – 5,8 მლრდ.
  2. გოლდენ სტეიტი – 5,6 მლრდ.
  3. ლეიკერსი – 5,5 მლრდ.
  4. ჩიკაგო – 3,65 მლრდ.
  5. ბოსტონი – 3,55 მლრდ.
  6. კლიპერსი – 3,3 მლრდ.
  7. ბრუკლინი – 3,2 მლრდ.
  8. ჰიუსტონი – 2,75 მლრდ.
  9. დალასი – 2,7 მლრდ.
  10. ტორონტო – 2,48 მლრდ.