დერიკ როუზი „ნიუ იორკში“ გადადის
დერიკ როუზი „ნიუ იორკში“ გადადის

„ნიუ იორკი“ მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდ მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს. გუნდს 11 მოგება და 13 მარცხი აქვს და აქტიურად არის ჩართული საპლეიოფო ადგილისთვის ბრძოლაში. ეს შედეგი დიდწილად ჯულიუს რენდლის, არ ჯეი ბარეტისა და ახალწვეული იმანუელ ქუიქლის კარგი თამაშის დამსახურებაა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დეტროიტი“ და „ნიუ იორკი“ დერიკ როუზის გაცვლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დღეს კი ESPN-ის ჟურნალისტმა ადრიან ვოჟნაროვსკიმ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. როუზი „ნიქსის“ ღირსებას დაიცავს. მის სანაცვლოდ კი „დეტროიტი“ დენის სმიტ ჯუნიორს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ როუზი ადრე უკვე იყო „ნიუ იორკის“ წევრი. მან „ნიქსში“ ერთი სეზონი გაატარა (2016-2017). მატჩში საშუალოდ 18 ქულას აგროვებდა. ახლა კი ის კვლავ ბრუნდება „მედისონ სქუერ გარდენში“. როუზის მთავარი მწვრთნელი კი მისთვის კარგად ნაცნობი ტომ ტიბოდოა, ვისთანაც „ჩიკაგო ბულსში“ მუშაობდა.