საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტში დაადასტურეს, რომ 2020 წლის ზაფხულის თამაშებზე მარათონის სტარტებს ტოკიოდან საპოროში გადაიტანენ.
ქალთა მარათონი 2 აგვისტოს გაიმართება, მამაკაცების – 9 აგვისტოს. ასევე საპოროში გადააქვთ სპორტული სიარულის სტარტები.
მძლეოსნობის ტურნირი საღამოს სესიაში გადაიტანეს. რაგბის დილის მატჩები არ უნდა დასრულდეს 12 საათზე გვიან, ხოლო ველომრბოლელთა სამთო ეტაპები 15 საათზე ადრე არ დაიწყება.
ამგვარი ცვლილება სპორტსმენების უსაფრთხოებაზე ზრუნვას უკავშირდება, რომლებიც შეიძლება სიცხისგან დაზარალდნენ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე აცნობა ცვლილებების შესახებ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქმე ისაა, რომ აგვისტოში საპოროში საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსზე ზემოთ არ ადის, ტოკიოში კი ტემპერატურა 27 გრადუსს აღემატება.