ტოკიო 2020 | ვაჟა მარგველაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებენ #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის მეორე დღეს ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) იასპარეზებენ. ვაჟა პირველ წრეში თავისუფალია, მეორე წრეში იგი რუს შამილოვს და გერმანელ სეიდლს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი შმაილოვი იქნება. მარგველშვილისთვის კარგად ასპარეზობის შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურის მოპოვება სავსებით შესაძლებელია.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანის პირველი მეტოქე ჰაიტის წარმომადგენელი იქნება, ხოლო წარმატების შემთხვევაში იგი რეიტინგის მეორე ნომერს, ბუხარდას შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე მედლების მოპოვებას კიდევ ექვსი სპორტსმენი შეეცდება: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.