ტოკიო 2020 | მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიო 2020-ზე მოცურავე მარიამ იმნაძე ვერ დაეხმარება, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ჩვენი ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ავრცელებს:
„გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გამო, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ყველაფერი ვცადეთ, რომ მას ეასპარეზა და იქნებ, შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას“, – განაცხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა.
ქართველ მოცურავეს ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა 28 ივლისს უნდა დაეწყო, წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში კი ნახევარფინალში გასვლას მოახერხებდა.