ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-9 დაპირისპირებაც მოიგო (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირირა დაიეშო ჰაიატო იყო, რომელსაც ტურნირზე უარყოფითი ბალანსი – 2 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა.

სპორტსმენები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედროდნენ და ტოჩინოშინმა მეტოქის ძლევა სამჯერ მოახერხა.

გუშინდელისგან განსხვავებით ლევანმა ბრძოლა მარტივად მოიგო. მან მავაშში ხელის ჩავლება პრაქტიკულად ბრძოლის დაწყებისთანავე მოახერხა და მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ტოჩინოშინი 9 მოგებით გაზაფხულის ბაშოს ლიდერია. რვა გამარჯვება და თითო მარცხი აქვთ იოკოძუნა ჰაკუჰოსა და იოკოძუნა კაკარიუს.

ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდება (4:5).