ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს სეკიტორი ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო. რიკიშები ერთმანეთს ათჯერ შეხვედროდნენ და აქედან ქართველის გამარჯვებით შვიდი ორთაბრძოლა დასრულდა.
ტოჩინოშინმა მავაშიში ჩავლება ტაჩიაის დროს აიღო, მეტოქეს მიაწვა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა. გორგაძის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხია.
დღესვე, საკუთარი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმაც. თეიმურაზ ჯუღელი ტურნირის მე-10 დღეს კიოკუშუჰოს დაუპირისპირდა და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ქართველ მებრძოლს კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება, რის შედეგადაც გაგამარუს წოდებაში დაწინაურება ელის. თემურ ჯუღელი ამჟამად ჯურიოს მერვე მაეგაშირაა. უკეთესი დადებითი ბალანსის შემთხვევაში, გაგამარუს შანსი ექნება, რომ შემდეგ ბაშოზე უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძოლოს.