ნაგოია ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ქართველის მოწინააღმდეგე მე-12 მაგაეშირა შოჰოზანი იყო.
პირველ ბრძოლაში ტოჩინოშინიც და შოჰოზანიც დოჰიოდან გადავარდნენ.
საჭირო გახდა მეორე ბრძოლის დანიშვნა, რომელშიც ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მინიმალური დადებითი ბალანსისა და წოდებაში დაწინაურებისთვის, ლევან გორგაძეს დარჩენილი სამი ბრძოლიდან ერთის მოგებაც ჰყოფნის.
ტოჩინოშინი შოჰოზანს უკვე 21-ჯერ შეხვდა და 16 ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.