ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ჯურიოს (რანგით მეორე) დივიზიონში ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ენჰოს დაუპირისპირდა.

იაპონელ მეტოქესთან ორთაბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ტოჩინოშინი თავიდანვე ისე ძლიერად დაეჯახა მეტოქეს, რომ მან თავი ვეღარ შეიმაგრა, დოჰიოზე დავარდა და ოშიტაოშის ილეთით დამარცხდა.

მიმდინარე ბაშოზე ეს ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება იყო. 7 დღის შემდეგ ქართველ სუმოისტს 3 მოგება და 4 წაგება აქვს.

მისი მომდევნო მეტოქე როგა იქნება, რომელსაც ტოჩინოშინი კარიერაში პირველად შეხვდება.