ტოჩინოშინი კიუ ბაშოს ტურნირს ტრავმის გამო, ოთხი დღის დაგვიანებით შეუერთდა და უკვე მეორე გამარჯვება იზეიმა.
ტურნირის მეშვიდე დღეს ლევან გორგოძე (მე-13 მაეგაშირა) მე-12 მაეგაშირა იშიურას შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ქართველ სუმოისტს კიუ ბაშოს ტურნირზე ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. ამგვარად, ლევან გორგოძეს დადებითი ბალანსისთვის ოთხი ბრძოლის მოგება სჭირდება.