ტოჩინოშინმა კიუ ბაშოზე მეორე ბრძოლა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოჩინოშინი კიუ ბაშოს ტურნირს ტრავმის გამო, ოთხი დღის დაგვიანებით შეუერთდა და უკვე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ტურნირის მეშვიდე დღეს ლევან გორგოძე (მე-13 მაეგაშირა) მე-12 მაეგაშირა იშიურას ​შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ქართველ სუმოისტს კიუ ბაშოს ტურნირზე ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. ამგვარად, ლევან გორგოძეს დადებითი ბალანსისთვის ოთხი ბრძოლის მოგება სჭირდება.