„ჰარუ ბაშოს“ მეოთხე დღეს ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.
ტოჩინოშინის მეტოქე მისი ვიზავი, ასევე მე-7 მაეგაშირაკაგაიაკი იყო. ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა უკვე ტრადიციად ქცეული მძლავრი „ტაჩიაით“ დაიწყო და მარცხენა იდაყვით მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა შემდეგ კი ეფექტური გდება „სუკუინაგე“ შეუსრულა და ისე დაგაიყვანა დოჰიოს მიღმა.
ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს 2 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. ხვალ, 18 მარტს მისი მოწინააღმდეგე მე-5 მაეგაშირაოკინოუმი იქნება, რომელმაც 4 დღეში 3-ჯერ წაგება მოასწრო. ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსის მისაღწევად და დასაწინაურებლად ტოჩინოშინს მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება