კოუშუ ბაშოზე განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე მესამე მარგაშირა რიუდენი იყო , რომელიც ქართველ მებრძოლს კარიერაში პირველად შეხვდა.
ტოჩინოშინმა ბრძოლაში უპირატესობა შეჯახებისთანავე მოპოვა, მეტოქის მავაში აიღო და რიუდენი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.
რვა საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა და 4:4-ზე აქვს. ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი ( 7 მოგება, 1 მარცხი) კომოსუბი ტკაკეიშო იქნება.