ტოჩინოშინმა ბალანსი გაანულა [ვიდეო]

კოუშუ ბაშოზე განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ,  ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე მესამე მარგაშირა რიუდენი იყო , რომელიც ქართველ მებრძოლს კარიერაში პირველად შეხვდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლაში უპირატესობა შეჯახებისთანავე მოპოვა, მეტოქის მავაში აიღო და რიუდენი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.

რვა საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა და 4:4-ზე აქვს. ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი ( 7 მოგება, 1 მარცხი)  კომოსუბი ტკაკეიშო იქნება.