ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. ტუნირის მე-8 დღეს მან მონღოლ სეკივაკე ტაკაში იჩინოჯო დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა და ტურნირზე ტოჩინოშინის ბალანსი 8:0 გახდა.
აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლა საკმაოდ დიდხანს, 50 წამი გაგრძელდა. ბრძოლა იჩინოჯომ აქტიურად დაიწყო და ლევანს უკან დაახევინა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა მისი იერიშის მოგერიება მოახერხა და ჩავლება აიღო. ტოჩინოშინი მეტოქეს მძლავრად მიაწვა და დოჰიოდან გაიყვანა (იორიკირი).
ტოჩინოშინმა ბაშოზე დადებითი ბალანსი (კაჩიკოში) უკვე გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ ოძეკის რანგის მოპოვებისთვის მას ტურნირზე 10 ან 11 გამარჯვება დასჭირდება.
მისი მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა დაიეშო იქნება (2:6).