ივლისის ბაშოს მე-6 დღეს ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მე-16 მაეგაშირა ჩიონოკუნი იყო.
ტოჩინოშინმა თავიდანვე აქტიურად შეუტია მეტოქეს, უპირატესობასაც დაეუფლა, საბოლოოდ კი ოშიდაშით გადაიყვანა ჩიონოკუნი დოჰიოდან და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე ბაშოზე.
ამრიგად, 6 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 2 მოგება და 4 წაგება აქვს. მე-7 დღეს მეტოქედ მე-9 მაეგაშირა შიმანოუმი ჰყავს.