ზაფხულის ბაშოს მე-5 დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველმა მებრძოლმა ამჯერად ბრაზილიელი გილიათი კაისეი დაამარცხა და ტიტულისკენ 5-დან 5 მოგებით მიიწევს.
ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე მოახერხა მეტოქის მავაშის (ქამრის) აღება, ბრძოლა ტაქტიკურად სწორად წარმართა და 205 კილოგრამიანი ბრაზილიელის დოჰიოს მიღმა გადაყვანა ადვილად მოახერხა.
ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 10 დღე რჩება. დარჩენილი შეხვედრებიდან 5-ის მოგების შემთხვევაში ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულს მიიღებს, თუმცა მისი ფორმის და ბრწყინვალე სტარტის გათვალისწინებით სუმოს ექსპერტები ქართველს იმპერატორის თასის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილავენ.