ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაისის ბაშოზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. იგი ნაცუ ბაშოს სეკივაკეს რანგში შეხვდა და ქართველი სუმოისტის უმთავრესი მიზანი მინიმუმ ათი გამარჯვების მოპოვებაა, რათა ოძეკის რანგი გაინაღდოს.
ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინი კომოსუბ მიტაკეუმის დაუპირისპირდა და მარტივად, იორიკირით მოუგო. შეხვედრის დაწყებისთანავე მან მარცხენა ხელით ჩავლება აიღო და მეტოქის დამარცხება აღარ გასჭირვებია.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეია იქნება, რომელიც პირველი მაეგაშირაა. სუმოისტების ურთიერთ დაპირისპირებების შედეგი 8:7-ია ქართველის სასარგებლოდ.