ზაფხულის სუპერ ტურნირის მეორე დღეს პირველად დამარცხდა ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის მეტოქე, ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იყო. ორივე მებრძოლმა სასტარტო შეჯახებისთანავე მოახერხა მეტოქის ქამრის აღება და ორთაბრძოლა ძალისმიერ ფაზაში გადავიდა, სადაც უკეთ მომზადებული ბრაზილიელი სეკიტორი აღმოჩნდა და ქართველი დოჰიოს მიღმა იორიკირის ილეთით გადაიყვანა.
ტოჩინოშინს ბალანსი 1:1-ზე გაუხდა. ხვალ მისი მეტოქე მიოგირიუ იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში ქართველისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. მიოგირიუმ ტოჩინოშინის დამარცხება ბოლო 6 დაპირისპირებაში მოახერხა, რასაც მიოგირიუს სასარგებლოდ საერთო ანგარიშიც – 13:12 მეტყველებს.