ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.
დღეს, ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას, ენდოს დაუპირისპირდა და შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა (ლევან გორგაძემ იორიკირით წააგო)
ტოჩინოშინისთვის ენდო კარგად ნაცნობი მოწინააღმდეგეა. ისინი ერთმანეთს უკვე მეთვრამეტედ შეხვდნენ. დღევანდელი მარცხის შემდეგ მათ შორის სრული თანაფარდობაა – ცხრაჯერ გამარჯვება ტოჩინოშინმა იზეიმა, ცხრაჯერ- ენდომ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი დღე ქართველმა ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა მე-12 მაეგაშირა კოტოეოკო მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
ტოჩინოშინის მეტოქე მომდევნო საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელსაც გორგოძე სულ ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ გაიმარჯვა.