ტოჩინოშინი ენდოსთან დამარცხდა [ვიდეო] 1TVSPORT
ტოჩინოშინი ენდოსთან დამარცხდა [ვიდეო] 1TVSPORT

ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.

დღეს, ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას, ენდოს დაუპირისპირდა და შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა​ (ლევან გორგაძემ იორიკირით წააგო)

ტოჩინოშინისთვის ენდო კარგად ნაცნობი მოწინააღმდეგეა. ისინი ერთმანეთს უკვე მეთვრამეტედ შეხვდნენ. დღევანდელი მარცხის შემდეგ მათ შორის სრული თანაფარდობაა – ცხრაჯერ გამარჯვება ტოჩინოშინმა იზეიმა, ცხრაჯერ- ენდომ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი დღე ქართველმა ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა  მე-12 მაეგაშირა კოტოეოკო მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე მომდევნო საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელსაც გორგოძე სულ ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ გაიმარჯვა.