გამოცემა Sky Germany-ს ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ ახლოს არის „ლაიპციგიდან“ ფორვარდ ტიმო ვერნერის იჯარასთან.
გერმანელ თავდამსხმელს თითქმის არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ბუნდესლიგაში – ამ სეზონში მან მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ვერნერს სურს უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება, რათა ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ამიტომაც უნდა პრემიერლიგაში დაბრუნება, სადაც ადრე „ჩელსიში“ თამაშობდა.
იჯარა „ტოტენჰემში“ სეზონის ბოლომდე იმოქმედებს, თუმცა უცნობია ექნება თუ არა ლონდონურ კლუბს გერმანელის გამოსყიდვის უფლება.