დანი ოლმომ „ბარსელონასთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT

19:12, 07.08.2024

ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო ახლოს არის „ლაიპციგიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლასთან.

26 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება კატალონური კლუბისთვის, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ოლმოს ტრანსფერი „ბარსელონას“ 55+7 მილიონი დოლარი დაუჯდება. მასთან ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

გასულ სეზონში ესპანელმა ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი