ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო ახლოს არის „ლაიპციგიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლასთან.
26 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება კატალონური კლუბისთვის, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ოლმოს ტრანსფერი „ბარსელონას“ 55+7 მილიონი დოლარი დაუჯდება. მასთან ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
გასულ სეზონში ესპანელმა ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.