თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის არაფორმალური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის არაფორმალური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაფორმალური შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„პრეზიდენტმა ტრამპმა და პირველმა ლედიმ, სადილზე, მსოფლიო ლიდერებთან მთელი რიგი არაფორმალური საუბრები გამართეს. მათ შორის იყო პრეზიდენტი პუტინიც“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამიტის ფარგლებში ტრამპსა და პუტინს შორის მოკლე კონტაქტი იყო.