ტერეზა მეი გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ტერეზა მეი გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.

„ვწუხვარ ბათუმში, „ლეოგრანდის“ სასტუმროში მომხდარი ხანძრის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს“- წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.