ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.
ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირის განსაზღვრული ვადები ცვლილებებს არ დაექვემდებარება.
ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ბრიტანეთის პარლამენტში განხილვები დაიწყო, კენჭისყრა კი, სავარაუდოდ 15 იანვარს გაიმართება. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
ბრიტანეთის თემთა პალატაში პრემიერ-მინისტრს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯეიმს კორბინმა ჰკითხა, გამოაცხადებს თუ არა ვადამდელ არჩევნებს, თუ პარლამენტი მთავრობის გეგმას მხარს არ დაუჭერს. ტერეზა მეიმ პასუხად თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას არ გეგმავს, თუმცა ევროკავშირთან დადებული შეთანხმება სამუშაო ადგილებსა და უსაფრთხოებას იცავს, ამიტომ პარლამენტმა მას მხარი უნდა დაუჭიროს.