დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, ბრექსიტის სამოქმედო გეგმას ალტერნატივა არ აქვს. ტერეზა მეის თქმით, აუცილებელია, რომ ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმა ძალაში დარჩეს და ცვლილებები ამავე დოკუმენტში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, Times-ის ინფორმაციით, ხუთი მინისტრი გადადგომით იმუქრება.
სადავო საკითხი გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარს ეხება. დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბრიუსელთან გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას სთხოვენ, თუმცა მეის თქმით, ეს პრობლემას არ მოხსნის.
კონსერვატიული პარტიის წევრთა ნაწილი ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსიტის პირობების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებს. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლამდე აუცილებელია, მას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაეთანხმონ.
ბრექსიტის საკითხზე რიგგარეშე სამიტს ევროკავშირი 25 ნოემბერს გეგმავს.