ტერეზა მეი - ბრექსიტის პირობებზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა 14-15 იანვარს ჩატარდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრექსიტის პირობებზე კენჭისყრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 14-15 იანვარს გაიმართება. ეს განცხადება ტერეზა მეიმ BBC-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მეის თქმით, ის მხარს არ უჭერს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან ეს საზოგადოების დაყოფას შეუწყობს ხელს.
„მიმაჩნია, რომ მეორე რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს. ჩვენ პარლამენტში ვხედავთ ხალხს, რომელსაც ამ რეფერენდუმის ჩატარება სურთ, რადგან უნდათ ბრექსიტის შეჩერება. ამასთან ერთად, ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ხელმეორედ რეფერენდუმის ჩატარება იქნება უპატივცემულობა იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც ხმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მისცა. ეს დაყოფს ჩვენს ქვეყანას ორ ნაწილად“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.