ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენში გაიმართა საკრივო საღამო, რომლის მთავარი ბრძოლა იყო ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ამერიკელი ტერენს კროუფორდისა და ბრიტანელი ამირ ხანის დაპირისპირება.
ამერიკელმა თავიდანვე კარგად დაიწყო და მარჯვენა დარტყმით ხანი ნოკდაუნში გაუშვა. რაუნდის ბოლოს, კროუფორდმა კიდევ ერთხელ ძლიერად მოარტყა ბრიტანელს, მაგრამ პრეტენდენტმა წონასწორობა შეინარჩუნა. ამასთან, თავად ხანიც აქტიურად მიდიოდა წინ.
ამის შემდეგ, ბრძოლის ტემპი ოდნავ დაეცა, მაგრამ ხანი ახერხებდა ერთეული დარტმების მიზანში მოხვედრებას, თუმცა, ჩემპიონი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. საერთო ჯამში, კროუფორდი ფლობდა უპირატესობას და რაუნდს რაუნდზე იგებდა.
მეექვსე რაუნდში ბრძოლა მოულოდნელად დასრულდა. კროუფორდმა წელსქვემოთ ძლიერი დარტყმა განახორხიელა. ამირ ხანს შეეძლო გამოეყენებინა ხუთწუთიანი შესვენება აღდგენისთვის, მაგრამ მალე რინგზე ექიმი გაჩნდა, რომელმაც ურჩია რეფერის შეეწყვიტა ბრძოლა.
კროუფორდს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაეთვალა და მან მეორედ დაიცვა ტიტული ნახევრადსაშუალო წონაში.