საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ტესტმატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 1:4.
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი ცეცაძის გუნდიდან გოლები დავით მუჯირმა, გურამ ყაველაშვილმა, ლაშა ქოჩლაძემ და ოთარ გაგნიძემ გაიტანეს.
„თელავი“ მოახლოებული სეზონისთვის ინტენსიურად იანვრიდან ემზადება. გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, შევსება კი საკმაოდ სოლიდურია – მრავლად არიან ახალი ფეხბურთელები. ნაწილთან ხელშეკრულებები გაფორმებულია, ზოგიერთი კი გასინჯვაზე იმყოფება.
ასეევ განახლდა ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული „ლოკომოტივი“, რომელიც ბევრმა გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა. ახალი სეზონიდან გიორგი მინაშვილი ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეყრდნობა.