თელ-ავივის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 16-18 თებერვალს თელ-ავივში გრანდ სლემზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ექვსი სპორტსმენია დარეგისტრირებული.
საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:
60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე
73კგ – მიხეილ ბახბახიშვილი
90კგ – ბექა ღვინიაშვილი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გამართულ თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალს კი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) დაეუფლა.