თელ-ავივის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

14:50, 09.02.2023

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 16-18 თებერვალს თელ-ავივში გრანდ სლემზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ექვსი სპორტსმენია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:

60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე

73კგ – მიხეილ ბახბახიშვილი

90კგ – ბექა ღვინიაშვილი

100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გამართულ თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალს კი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) დაეუფლა.

მსგავსი