ტეიტუმის 33 ქულა და 11 მოხსნა „იუტასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ბრწყინვალე ფორმაშია ჯეისონ ტეიტუმი. მისმა „ბოსტონმა“ სტუმრად „იუტას“ 103-114 სძლია და სეზონზე რიგით 41-ე გამარჯვება იზეიმა.

ტეიტუმმა კი „სელტიკსს“ კვლავ ულიდერა. 33 ქულითა და 11 მოხსნით ჯეისონმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. 20 ქულა დააგროვა ჯეილენ ბრაუნმა. 17 ქულა მიითვალა ჯეილენ ბრაუნმა.

„იუტას“ რიგებში 37 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში დონოვან მიჩელმა. 15 ქულით დაასრულა მატჩი მაიკ კონლიმ.

შარლოტი – ნიუ იორკი 107-101

კლივლენდი – ფილადელფია 108-94

ვაშინგტონი – ბრუკლინი 110-106

ატლანტა – ორლანდო 120-130

მაიამი – მინესოტა 126-129

ჰიუსტონი – მემფისი 140-112

სან ანტონიო – დალასი 103-109

ფინიქსი – კლიპერსი 92-102