„იუტამ“ რეგულარულში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა (ვიდეო)
„იუტამ“ რეგულარულში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა (ვიდეო)

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ორი შეხვედრა შედგა. „იუტამ“ საკუთარ არენაზე „ნიუ ორლეანსს“ უმასპინძლა და მეტოქეს უპრობლემოდ 118:102 სძლია. „ჯაზისთვის“ ეს მიჯრით მე-6 გამარჯვება იყო.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 28 ქულით დონოვან მიჩელი იყო. 13 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯორდან კლარკსონმა.

პელიკანსის” რიგებში კი 32 ქულით საუკეთესო ზაიონ ვილიამსონი გამოდგა. 17 ქულა დააგროვა ბრენდონ ინგრამმა.

 

იუტა-ნიუ ორლეანსი 118:102

 

დენვერი-ოკლაჰომა 119:101