ჯეისონ ტატუმის განცხადებით, მას კორონავირუსისგან დატოვებული სირთულეები კვლავ აწუხებს
ჯეისონ ტატუმის განცხადებით, მას კორონავირუსისგან დატოვებული სირთულეები კვლავ აწუხებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი გრძელდება. ლიგის ბევრმა კალათბურთელმა კორონავირუსი გადაიტანა და თამაშს რეაბილიტაციის შემდეგ აგრძელებს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის პანდემია რთული სამართავი, ისაა, რომ ადამიანებს ვირუსი განსხვავებულ ფორმებში აქვთ. ბევრს კოვიდი უსიმპტომოდ გადააქვს, ზოგს კი ვირუსის შედარებით რთული ფორმა აწუხებს. მაგალითად, „მინესოტას“ კალათბურთელმა, კარლ ენტონი ტაუნსმა covid 19-ისგან განკურნების შემდეგ იმ სირთულეებზე ილაპარაკა, რომელიც მან ვირუსის მკურნალობისას გადაიტანა. „ტიმბერვულვზის“ ცენტრმა აღნიშნა, რომ ღამეებს თეთრად ათენებდა.

„დენვერთან“ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, „ბოსტონის“ ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ჯეისონ ტატუმმა ESPN-ის ჟურნალისტ ტიმ ბონტემპთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კორონავირუსის დამარცხების მიუხედავად, გარკვეული სირთულეების გადალახვა მაინც უწევს.

„ვფიქრობ, ეს ვირუსი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის სუნთქვაზე. ზოგ თამაშზე მე ვგრძნობ, რომ უფრო მარტივად ვიღლები, ვიდრე მჩვევია. ამჟამად, ამ პრობლემაზე ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც ვირუსი დავამარცხე და პირველი შეხვედრა გავმართე, რა თქმა უნდა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, გარკვეულ სირთულეებს მაინც ვგრძნობ. როგორც ჩანს, რეაბილიტაციის პროცესი გაცილებით დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე ეს წარმოდგენილი მქონდა“, – განაცხადა ტატუმმა.

დატოვე კომენტარი