თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს | პარაწოლჭიმი #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს | პარაწოლჭიმი #1TVSPORT

დღეს, პარაწოლჭიმში, თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მძიმე წონით კატეგორიებში, ქართველმა პარასპორტსმენებმა, გიორგი ლაცაბიძემ და აკაკი ჯინჭარაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) წონით კატეგორიაში 203კგ. დაძლია და მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი აზერბაიჯანელმა, მეორე ადგილი კი კოლუმბიელმა პარასპორტსმენებმა დაიკავეს.

აკაკი ჯინჭარაძემ (-107კგ) წონით კატეგორიაში 214კგ. დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანელი, მეორეზე უზბეკი პარასპორტსმენი გავიდა.

ტურნირი გრძელდება. ხვალ, მაღალი სინჯის მედლის მოსაპოვებლად მინუს 80კგ.წონით კატეგორიაში, ჩვენი პარასპორტსმენი აჰმად რაზმაზარი იასპარეზებს. პარაწოლჭიმში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება ხვალ დასრულდება.