თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი ათენში გამართა #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი ათენში გამართა #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე ათენის „ვულიაგმენი“ იყო, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მატჩის წინ ფავორიტადაც ითვლებოდა. მასპინძლებმა საბოლოოდ 12:7 გაიმარჯვეს.

დინამოელებს განსაკუთრებით მატჩის დებიუტში გაუჭირდათ, როცა არაერთი ურთულესი დარტყმა მოიგერია მეტოქის მეკარემ, საპასუხოდ კი „ვულიაგმენმა“ 4 გოლი გაიტანა და 4:0 დაწინაურდა. პირველი მეოთხედიდან მოყლებული „დინამო“ მდევრის როლში იყო, რიგ ეპიზოდებში კარგადაც გამოიყურებოდა, თუმცა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.


ვულიაგმენი – დინამო 12:7


დინამო: ჯაპიაშიკირიაკიდი, ახვლედიანი (2 გოლი), ძიხწიარენკო (1), ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩიჯახაიასარიჩი (2), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, მესხი, პიეშივაცი (2), გვეტაძე.