თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 82-ე ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები გაიმართა.
პირველი ტურის პარტიებიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა წარმატება. მერაბ გაგუნაშვილმა ნიკოლოზ პეტრიაშვილი დაამარცხა.
ლუკა პაიჭაძე-გაიოზ ნიგალიძე 1/2 : 1/2
მიხეილ მჭედლიშვილი-ნიკოლოზ კაჭარავა 1/2 : 1/2
დავით მაღალაშვილი- თორნიკე სანიკიძე 1/2 : 1/2
ნოე თუთისანი – გიგა ყუფარაძე 1/2 : 1/2
ხვალ მეორე ტურის პარტიები გაიმართება.
კაჭარავა – ყუფარაძე
სანიკიძე – თუთისანი
პეტრიაშვილი – მაღალაშვილი
ნიგალიძე – გაგუნაშვილი
მჭედლიშვილი – პაიჭაძე