თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც გამარჯვებულს ნინო გურიელის სახელობის თასი გადაეცემა.
ქალთა შორის ასპარეზობას 7 ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნულად ნინო ბაციაშვილი ლიდერობს.
ნინო ბაციაშვილს ნახევარი ქულით მერი არაბიძე ჩამორჩება, ხოლო III-IV ადგილებს 5-5 ქულით ლილე ქორიძე და მაკა ფურცელაძე ინაწილებენ.
ვაჟთა შორის სატურნირო ცხრილს 7 მოჭადრაკე ლიდერობს. 7 ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის გიგა ყუფარაძე, კონსტანტინე შანავა, დავით ჯოჯუა, გაიოზ ნიგალიძე, ლუკა კილაძე, მერაბ გაგუნაშვილი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი იბრძვიან.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართება.