თბილი სალამი მუდრიკისგან - უკრაინელმა ფეხბურთელმა საბრძოლო ჭურვის ფოტო გამოაქვეყნა #1TVSPORT
„ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების შემტევმა, მიხაილ მუდრიკმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა უკრაინის არმიის საბრძოლო ჭურვის ფოტო. მასზე მარკერით წერია: „თბილი სალამი მუდრიკისგან“.
როგორც უკრაინის პრესა წერს, არსებობს ჭურვებზე საკუთარი შეტყობინების დატოვების შესაძლებლობა, რითიც უკრაინელმა ფეხბურთელმა ისარგებლა.
22 წლის მუდრიკი 2023 წლის იანვარში 70 მილიონ ფუნტად გადავიდა „შახტარიდან“ „ჩელსიში“.