თბილი სალამი მუდრიკისგან – უკრაინელმა ფეხბურთელმა საბრძოლო ჭურვის ფოტო გამოაქვეყნა #1TVSPORT

23:31, 12.06.2023

„ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების შემტევმა, მიხაილ მუდრიკმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა უკრაინის არმიის საბრძოლო ჭურვის ფოტო. მასზე მარკერით წერია: „თბილი სალამი მუდრიკისგან“.

როგორც უკრაინის პრესა წერს, არსებობს ჭურვებზე საკუთარი შეტყობინების დატოვების  შესაძლებლობა, რითიც უკრაინელმა ფეხბურთელმა ისარგებლა.

22 წლის მუდრიკი 2023 წლის იანვარში 70 მილიონ ფუნტად გადავიდა „შახტარიდან“ „ჩელსიში“.

მსგავსი