თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა ზაგრების ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ზაგრების საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედლით დაასრულა.
მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ფალავანი ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ფინალში ასპარეზობდნენ, მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
ფინალურ ბლოკში კენჭაძე ირანელ დავადკუხის დაუპირისპირდა, მაისურაძემ კი ძლიერ ამერიკელ მურთან ერთი ქულით წააგო.
ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), რომელმაც ფრანგი მეტოქე 13-2 დაამარცხა.
ზაგრების შეჯიბრზე პირველ დღეს ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57კგ) და გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) მოიპოვეს.