თავისუფალი ჭიდაობა | პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) იასპარეზებს.
ქართველი ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი და ფინალამდე ვერ დაუპირისპირდება თავის ძირითად კონკურენტებს, ამირ ზარესა და ტაჰა აკგულს. ირანელი ფალავანი შეჯიბრების პირველი ნომერია, თურქი კი – მეოთხე.
მერვედფინალში გენო უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკისთან იჭიდავებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის მომდევნო მეტოქე ან მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი იქნება, ან ყაზახი იუსუპ ბატირმურზაევი.
საწყის ორთაბრძოლებში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში პეტრიაშვილის სავარაუდო მოწინააღმდეგე ნახევარფინალში მესამე ნომრად განთესილი ამერიკელი მეისონ პარისია.
თავისუფალ ჭიდაობაში წინასწარი შეხვედრები 13:00 საათიდან დაიწყება.