ტატა მატვეევა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლუქსემბურგთან გავიმარჯვოთ #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 1 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგთან გამართავს. ამ მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის წევრებმა, ტატა მატვეევამ და თამარ ტატუაშვილმა ისაუბრეს.
ტატა მატვეევა: „გუნდში იდეალური განწყობაა. სამწუხაროდ, ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე გამოგვაკლდნენ, თუმცა სხვა ფეხბურთელები ფორმაში არიან. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
თამარ ტატუაშვილი: „ძალიან სასიამოვნო იყო თურქეთთან მატჩის დროს მაყურებლის გვერდში დგომა. ვიმედოვნებ, ხვალ მეტი შემართებით მოვლენ და გვიქომაგებენ. გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა და ძალიან დიდ ძალას ვგრძნობთ, როდესაც ისინი ჩვენთან არიან. ლუქსემბურგთან გასვლითი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ამჯერად მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.
ქალთა ერთა ლიგაზე საქართველო – ლუქსემბურგის მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.