საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია – წილისყრა დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.
მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის ორი, ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი, ლიგა 3-ის ორი და რეგიონული ლიგიდან ერთი გუნდი მოხვდა. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ –
მეტა – გაგრა
გურია – თბილისის დინამო
შუქურა – ტორპედო
ვიტ ჯორჯია – თელავი
ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან. მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია – ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა.